მინი-სპორტული მოედანი მოეწყო
By

 მინი-სპორტული მოედანი მოეწყო

საჯარო სკოლა, ბაგა-ბაღი, კულტურის სახლი, ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი ასფალტ-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურს თანამედროვე დასახლების იერს აძლევს. ამ ინფრასტრუქტურას მინისპორტული მოედანიც დაემატა, რომლის რეაბილიტაცია წინასაახალწლოდ დასრულდა. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51, 8 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა შპს „მეგაბილდმა“ შეასრულა.

პროექტის ფარგლებში, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მინიფეხბურთის კარები, მოეწყო განათება, მთლიანად განახლდა სტადიონის გარე ფასადი.

საციხურის სპორტულ მოედანზე დასრულებული სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და სოფელს სიახლე მიულოცეს

– ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, წელს ხულოში სამი სპორტული მოედანი აშენდა და ხუთი შეკეთდა, – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *