By
პრემიერის ხელმძღვანელობით, სასურსათო ფასებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფასნამატების პრობლემაზე და განაცხადა, რომ რიგ შემთხვევებში მათი ზრდა ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება.
მისივე თქმით, კომისიის მიზანია სასურსათო ფასების ფორმირების პროცესის სიღრმისეული შესწავლა და ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა.