By
წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო. ი. დააკავეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ო.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის- სამი პირის განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
ამ ეტაპტე, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.