განათლების მხარდაჭერის ახალი ეტაპი – მინისტრის შეხვედრები ქობულეთსა და ხელვაჩაურში
By

განათლების მხარდაჭერის ახალი ეტაპი – მინისტრის შეხვედრები ქობულეთსა და ხელვაჩაურში

რეგიონში საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. ამჯერად აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდაჭერას, ასევე სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნების გაზრდასა და რეფორმის პროცესში სკოლების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რამაც პედაგოგებს საშუალება მისცა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება, რათა სკოლებს რეფორმების პროცესში მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა ჰქონდეთ.

 

 

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *