By
ხულოს დრამატულ თეატრში ანსაბლი „ხორუმი“ კონცერტს გამართავს
„კულტურა მთაში“ – აჭარის კულტურის სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებში, 20 თებერვალს, ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე პირველ კონცერტს აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ხორუმი” გამართავს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.
ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება და მასში ჩაერთვებიან აჭარის კულტურის სამინისტროს, ასევე, მუნიციპალიტეტებში არსებული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები.