By
უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში კვლავ გამოეხმაურა.
როგორც ორბანი წერს, უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს.
„უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს. ისინი ოპოზიციური პარტია „ტისას“ დაფინანსებით, უნგრეთის არჩევნებში ერევიან. აგრეთვე პოლიტიკურ შანტაჟს მიმართავენ, ბლოკავენ რა „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებას, რათა საწვავზე ფასმა და გადასახადებმა მოიმატოს. უნგრეთი არ დანებდება. ჩვენ უნგრულ ოჯახებს დავიცავთ“, – წერს ორბანი.