აჭარაში ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მიმართულებით მასტერკლასები დასრულდა
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მიმართულებით გამართული სამდღიანი მასტერკლასები დასრულდა. პროექტში მონაწილე 140-ზე მეტ ადამიანს კულტურის სამინისტრომ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ტრენინგების მიზანი იყო ქორეოგრაფებისა და ლოტბარების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების ინტეგრირება, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და სასწავლო საქმიანობის ეფექტიანი დაგეგმვა. ასევე, ყურადღება გამახვილდა შემოქმედებითი რესურსების სწორად გამოყენებასა და ფოლკლორის სფეროში ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართვაზე.
თეორიულ და პრაქტიკულ სესიებში ქორეოგრაფებთან და ლოტბარებთან ერთად მონაწილეობდნენ სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები. მასტერკლასებს ადგილობრივი და მოწვეული ტრენერები უძღვებოდნენ.
გალერეა

