By
გეკა გელაძე ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაკსატ მამიტკანოვს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.