ასპარეზობენ ვეტერანები
აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის ინიციატივით (პრეზიდენტი შალვა ტაბაღუა), აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ვეტერან ქალთა შორის სპორტის ორ სახეობაში – დარტსა და ქართულ (მოკლე) ნარდში შეჯიბრება გაიმართა, რომელსაც სასტუმრო „მაილომ“ უმასპინძლა.

პირად ჩათვლაში პირველი ადგილი თამარ თეთრაძემ დაიკავა, მეორეზე გურანდა ბოლქვაძე გავიდა, მესამეზე – ეთერ დიასამიძე.
ასევე ჩატარდა გუნდური პირველობა, რომელშიც ქალბატონებმა მამაკაცებიც მიიპატიჟეს.
პირველი ადგილი ნინო აბაშიძისა და გოჩა ჭაღალიძის წყვილმა დაისაკუთრა, მეორე – მედეა ბიბილეიშვილისა და ირაკლი (მაილო) ჯაშის გუნდმა, მესამე – სვეტლანა უტიანსკაიასა და იასონ კამკიას წყვილმა.
შეჯიბრების მთავარი მსაჯი შალვა ტაბაღუა გახლდათ.
მანანა ძიძიშვილი