იფთრის სუფრა – მორწმუნეებთან
By

იფთრის სუფრა – მორწმუნეებთან

20 მარტს ისლამის მიმდევრები რამადანის მარხვას დაასრულებენ და ბაირამს აღნიშნავენ. მარხვის დღეებში რიგი რიტუალები სრულდება, რომელთა შორის გამორჩეულია იფთრის სუფრა. ხულოში გამართულ ამ რიტუალს 120-მდე მორწმუნე მუსლიმი დაესწრო. მუსლიმებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე.

– უფალმა მიიღოს თქვენი მსახურება. სიკეთე, სიხარული, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგცეთ თითოეულ მუსლიმს და თქვენს ოჯახებს, – თქვა ადამ შანთაძემ. მან მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა კომანია „ნოვას“.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • მარტი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *