By
ისრაელში, ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა
ჩრდილოეთ ისრელში, არაბულ ქალაქ ზარზირში, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად, 60-მდე ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებულები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ზარზირში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებენ.
შიდა ფრონტის სარდლობა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.