ბათუმში საზღვაო ნავსადგურის შენობაზე უნებართვოდ მიშენებული კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
By

ბათუმში საზღვაო ნავსადგურის შენობაზე უნებართვოდ მიშენებული კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, საზღვაო ნავსადგურის შენობაზე მიშენებული კაფე-ბარი და ღია სივრცეში განთავსებული მაგიდა-სკამები საჩრდილობლით, მეპატრონემ თავად დაშალა.  „კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, გაიტანეს სამშენებლო ნარჩენები და დასუფთავდა ტერიტორია. უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • მარტი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *