By
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, თურქეთის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ა.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ დ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.