„ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“ – ელენე ხოშტარიას პირველი განცხადება განაჩენის შემდეგ
By

„ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“ – ელენე ხოშტარიას პირველი განცხადება განაჩენის შემდეგ

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლა წინასწარ გულისხმობს მზადყოფნას სხვადასხვა დისკომფორტისა და გამოწვევისთვის.

„სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა, გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა – ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო.
მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს.
ერთ საკითხსაც მინდა, შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და ქოცების იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ ალიანსს ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება. და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ, ყველა მოქალაქეს, თანადგომისთვის.
მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე – აქედან, თქვენ – მაქედან. ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *