საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა
By

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია აზერბაიჯანთან პარტნიორობის შენარჩუნება და მისი კიდევ უფრო გაღრმავება. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. იმ პირობებში, როცა საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ლიდერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ასევე, მან განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ილჰამ ალიევის მიმართ, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბაქოში საქართველოს საელჩოში მისვლით თანაგრძნობა გამოხატა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

  • No Comments
  • აპრილი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *