By
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას ეთერ დარჩიძე უხელმძღვანელებს
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეთერ დარჩიძე სკოლის თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარუდგინეს.
ეთერ დარჩიძე არის საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, წლების განმავლობაში ემსახურება ქართული ფოლკლორის შენარჩუნებას, აღდგენასა და განვითარებას. იგი ხელმძღვანელობდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შუახევის სალოტბარო სკოლას, მუშაობდა მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნებისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლების ხალხური საკრავების პედაგოგად, ქობულეთის სალოტბარო სკოლის ლოტბარად, ხელმძღვანელობს ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ჰანგებს“.
ახალი დირექტორის წარდგენას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს, ხალხური ხელოვნების სკოლის თანამშრომლები და პედაგოგები.