შემოქმედებითი საღამო – ხულოს თეატრში
By

 შემოქმედებითი საღამო – ხულოს თეატრში

ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა შემოქმედებითი საღამო — „შემოქმედებითი ხალამი“.

საღამომ ერთ სივრცეში გააერთიანა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეიქმნა განსაკუთრებული გარემო, სადაც სიტყვა, ფერი და ფორმა ერთიან შემოქმედებით ენად გადაიქცა.

წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები: ხეზე კვეთის ნიმუშები, გობელენი, ნაქარგები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორაციები, ასევე, ქართული ტრადიციული სამოსი — ჩოხა.

საღამოში მონაწილეობდნენ პოეტები და პროზაიკოსები: გულიკო გაბაიძე, თამარ ხოზრევანიძე, მზია თავართქილაძე, მიხეილ გელაძე, ნაზი კალოთელი-აბაშიძე, მუხრან აბაშიძე, რამაზ ხმალაძე, ნოდარ ძირკვაძე, ჟუჟუნა აბაშიძე, მერი ანანიძე, მხატვრები: ბადრი ართმელაძე, ესმა ართმელაძე, მამუკა ჯორბენაძე, მაია ბოლქვაძე, ხეზე კვეთისა და ქსოვა-ქარგვის ოსტატები: გიორგი ჩოგაძე, ზურაბ შანთაძე, გობელენის ოსტატი: მარად ცეცხლაძე, დიანა ჩოგაძე, მზიური მელაძე.

საღამო მხატვრულად გააფორმეს ხულოს დრამატული თეატრის მსახიობმა ნინო ქარცივაძემ, მსახიობმა გურამ თავართქილაძემ, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „საციხური“ (ხელმძღვანელი სულხან ფასანიძე).

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *