„მწვანე აქცია“-სკოლებში
By

„მწვანე აქცია“-სკოლებში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის კომიტეტის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღე აღინიშნა. ღონისძიება თემაზე : ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და გარემოზე პასუხისმგებლობის გაძლიერება ბავშვებში“  რამდენიმე ეტაპად წარიმართა.  უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა რუსუდან შავაძემ, აპარატის წარმომადგენლებმა, დედამიწის დღის მნიშვნელობასა და გარემოს დაცვით საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიებაზე, რომელსაც აიპ „ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი მაია ქათამაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგი ნარგული ასანიძე ესწრებოდნენ, ეკოლოგიის საკითხებზე სახალისო ვიქტორინა გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც მადლობის ბარათები გადაეცათ.

დედამიწის დღის აღმნიშვნელი ღონისძიება „მწვანე აქციით“ დასრულდა – მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სტუმრებმა, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეების  ნერგები დარგეს.

კაპრეშუმის საჯარო სკოლაში მისვლამდე, კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები ბათუმში, სკოლა „გორდას“ სტუმრობდნენ. დედამიწის დღე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სხვადასხვა აქტივობითა და „მწვანე აქციით“ აღნიშნეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *