მუსიკოს-აკომპანიატორები დააჯილდოვეს
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ თბილისში გამართულ მუსიკოსთა დაჯილდოების ცერემონიაზე ის მუსიკოს-აკომპანიატორები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ემსახურებოდნენ და დღემდე ემსახურებიან ქართულ ფოლკლორს, ქორეოგრაფიას და დიდი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.
სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოებულთა შორის არიან ა(ა)იპ „ქედის კულტურის ცენტრის“ მუსიკოს-აკომპანიატორები ნოდარ კახიძე და იმედა ფარტენაძე.
ქართული ხალხური მუსიკის განვითარება- პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი პრაქტიკული საქმიანობისთვის, მუსიკოს-აკომპანიატორ ნოდარ კახიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მუსიკოს-აკომპანიატორის საპატიო წოდება და დაჯილდოვდა ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით.
ამავე სფეროში შეტანილი წვლილისთვის ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ბეთლემის“ ხელმძღვანელი, მუსიკოს-აკომპანიატორი იმედა ფარტენაძე.
ცოტნე ცაბაძე

გალერეა