დიდი ბრიტანეთის მეფის აშშ-ში ვიზიტი დღეს იწყება
By

დიდი ბრიტანეთის მეფის აშშ-ში ვიზიტი დღეს იწყება

ბუკინგემის სასახლეში ადასტურებენ, რომ აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარი სროლის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზის, აშშ-ში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი დღეს დაიწყება.

„მეფე ჩარლზი სრულად არის ინფორმირებული განვითარებული მოვლენების შესახებ და შვებით ამოისუნთქა, როდესაც გაიგო, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა სტუმარი უვნებლები არიან“, – აღნიშნა ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა.

დღეს, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა დღეს ოთხდღიან სახელმწიფო ვიზიტს დაიწყებენ შეერთებულ შტატებში. ისინი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდებიან, მოგვიანებით ბრიტანეთის მონარქი კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა.

 

  • No Comments
  • აპრილი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *