ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
By

ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
გამოვლენილი  შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *