აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა
By

აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა

აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ოფიციალური ბაქო ევროპარლამენტთან ურთიერთობას აჩერებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის გამო მიიღეს. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. აზერბაიჯანის პარლამენტი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს. გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, აზერბაიჯანი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს.

 

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *