„წიგნები აზრის ხომალდებია“
By

„წიგნები აზრის ხომალდებია“

დაბა ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის „წიგნები აზრის ხომალდებია“ ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წინასწარ შერჩეული ლიტერატურა წაიკითხეს, ხოლო ფინალურ ეტაპზე შესაბამის თემატურ კითხვებს უპასუხეს.

კონკურსმა მონაწილე ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, გაეფართოებინათ ცოდნა, განევითარებინათ კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება, გაეუმჯობესებინათ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები და საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად წარმოჩენის გამოცდილება მიეღოთ.

კონკურსის გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, სერტიფიკატები და წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ფინალში გასულ ქედლების, დანისპარაულისა და კვატიის სკოლების  გუნდებს დაუფინანსებს შემეცნებით ექსკურსიას.

პროექტი ქედლების საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, ხულოს რესურსცენტრისა და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *