ლევან კიკალიშვილი საქართველოს ჩემპიონია
ქ.თბილისში, საბილიარდე კლუბში „ბილი რუმი“, იუნიორებს შორის (U-18) საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა პულში (8-იანი). საპრიზო ადგილებისათვის 24 მობილიარდე იბრძოდა. აჭარა ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი – ლევან კიკალიშვილი და ალექსანდრე სოლომონიძე.
როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ აღნიშნა, ორივე მათგანმა ფინალამდე დაუმარცხებლად იასპარეზა. შედგა „ბათუმური“ ფინალი, რომელიც ანგარიშით 6:3, ლევან კიკალიშვილის სასარგებლოდ დასრულდა.
გამარჯვებული სპორტსმენი ბილიარდის ეროვნული ფედერაციის დაფინანსებით, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაემგზავრება, სადაც 4-7 ივნისს დანიშნულ ბილიარდის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფინალისტის – ალექსანდრე სოლომონიძის გამგზავრებას გდანსკში, აჭარის ბილიარდის ფედერაცია აჭარის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით უზრუნველყოფს.
მანანა ძიძიშვილი