By
ევროპის ჩემპიონატი – კარატეში
ბათუმი 9-10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობაში მონაწილეობას 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს.
9 მაისი პირველი საშეჯიბრო დღეა და მასში ახალგაზრდები ჩაერთვებიან. ჩემპიონატი 12 საათზე გაიხსნება, ფინალები – 16:00 საათზე დაიწყება.
10 მაისს, მეორე დღეს, შეხვედრები დიდების კატეგორიაში ჩატარდება. 15:00 საათზე ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება და იმავე დღეს ფინალური შეხვედრები გაიმართება (16 საათზე).
ჩემპიონატი ჩატარდება სპორტის სასახლეში, მისამართი: ლადო ასათიანის ქ. 27.
ევროპის ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს.
მანანა ძიძიშვილი