უკვე მესამედ მომზადდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა
By

უკვე მესამედ მომზადდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის“, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მესამედ, 2028 წლებისთვის, მოამზადა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“, რომელიც ევროკომისიას 2026 წლის 15 იანვარს წარედგინა.

საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით წარედგინა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს ანგარიშს თავად ივნისის ბოლომდე წარუდგენს, თარიღი კი დაკონკრეტდება.

 

  • No Comments
  • ივნისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *