შუახევში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა
By

შუახევში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, შუახევის მუნიციპალიტეტში, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა სოფელ გოგნიაურში, სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეები.
ტერიტორიიდან ამოღებულია 39 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

,,მიმდინარე წელს, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ტყითსარგებლობის 140-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *