ათენი საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციას მასპინძლობს
By

ათენი საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ათენში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენცია-POSIDONIA 2026-ში მონაწილეობს.

POSIDONIA მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ საზღვაო სექტორის ლიდერებს, გემთმფლობელებს, საზღვაო ადმინისტრაციებს, ნავსადგურებს, საზღვაო ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს.

უწყების ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების მიმართულებებს, ქართული დროშის შესაძლებლობებს, ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ქვეყნის მზარდ როლს საერთაშორისო და რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში.

ასევე, იგეგმება სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრები მსხვილი გემთმფლობელი კომპანიების და მსოფლიო საზღვაო  ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, საზღვაო განათლების და პროფესიული განვითარების საკითხების განხილვის და საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის, საერთაშორისო პოზიციების შემდგომი განმტკიცებისა და განვითარების მიზნით.

  • No Comments
  • ივნისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *