სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო
By

სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო

სანქტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

„დღეს დილით, კრონშტადტის, კიროვსკისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უკრაინელი ნაცისტების მიერ დრონებით თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულები. მსხვერპლი არ არის“, – აცხადებს ქალაქის ხელმძღვანელობა.

ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათში პულკოვოს აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო.

მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში, პეტერბურგის ნავთობტერმინალში ხანძარი გამოიწვია.

  • No Comments
  • ივნისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *