„ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები“
By

„ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები“

„სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს“, – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ ეროვნულ დღეებს იშვიათად ესწრება, ამ შემთხვევაში ღონისძიებაზე დასწრება სიმბოლურია და ეს ურთიერთობების დათბობის სურვილის სიმბოლოა.

„გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები.

ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით; მე კი აქ ვარ, რათა მივიღო სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაას დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა.

ამრიგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას/მომენტუმს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ“, – განაცხადა ლანდაუმ.

 

  • No Comments
  • ივნისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *