მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს შეხვდა
By

მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და კალიფორნიის შტატთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხზე.

მინისტრმა სან-ფრანცისკოს მერი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

 

  • No Comments
  • ივნისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *