გურამ მაჭარაშვილი – საქართველო-აშშ-ის პოზიციები დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული
By

გურამ მაჭარაშვილი – საქართველო-აშშ-ის პოზიციები დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული

,,ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის  განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და მისი მოადგილის განცხადებები მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის ნელ-ნელა, პოზიციები შეჯერდება.

როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქვეყანა 2022 წლიდან ავითარებს.

„ორივე მხარის პოზიცია დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ნელ-ნელა, პოზიციები შეჯერდება. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკაც წამოვიწყეთ 2022 წელს, როდესაც ვთქვით, რომ ხასიათი უნდა გამოვაჩინოთ და არ უნდა ავყვეთ სხვა სახელმწიფოს, რათა პროქსი ომი, როგორც ეს უკრაინაში შეძლეს, ისე არ იყოს საქართველოში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში.

 

  • No Comments
  • ივნისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *