By
მზარეულებისთვის ტრენინგი უკვე ქობულეთში ტარდება
აჭარის მუნიციპალიტეტებში მზარეულების გადამზადება გრძელდება.
ქედისა და შუახევის შემდეგ, ტრენინგები უკვე ქობულეთში, კვების ობიექტების მზარეულებს ჩაუტარდათ.
ერთკვირიანი ტრენინგებისას მზარეულებმა ფრინველის, ხორცეულის, თევზეულის დამუშავებისა და მათგან სხვადასხვა კერძის მომზადების მიმართულებით გაიარეს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება.
ტრენინგის ბოლო დღე ბოსტნეულისა და მხალეულის კერძების მომზადებას დაეთმო, სადაც მზარეულებმა ტრენერთან ერთად ბადრიჯნის, სოკოსა და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობისგან რამდენიმე კერძი დაამზადეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მზარეულების ტრენინგებს ყველა მუნიციპალიტეტში ატარებს.