მაჭახელას ეროვნულ პარკში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა
By

მაჭახელას ეროვნულ პარკში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი უმაღლეს საბჭოში მინურ პაქსაძე, მაჭახელას ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიოს დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

ყურადღება გამახვილდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები იზოლდა მაჭუტაძე და მაია ქათამაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, ეკოლოგები და დარგის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. ახალგაზრდებმა ეროვნული პარკის ვიზიტიორთა ცენტრში მოისმინეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ, დაათვალიერეს ცენტრთან არსებული მუზეუმი, სადაც მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას ადგილზე წარმოდგენილი ნიმუშებით გაეცნენ.

მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო ეკოტურის ფარგლებში, დაათვალიერეს ეროვნული პარკი, სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, ტყისა და წყლის რესურსების დაცვის თემატიკაზე.

დღის ბოლოს, მოსწავლეებს სერტიფიკატები და სიგელები გადაეცათ.

 

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *