By
„ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ „ნაცს“ თუ მოუვა თავში“
როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური ალიანსის მისამართით.
„როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და აგენტურა, რომელიც ყველაფერზე ხელმომწერია, შავ დღეში ჩაცვივდებიან და არიან კიდეც, ეს დასტურდება ფაქტებით. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ. ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ „ნაცს“ თუ მოუვა თავში“, – აღნიშნა გორდულაძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას.