ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ფიქრობს, რომ ბუტაფორიაა
By

ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ფიქრობს, რომ ბუტაფორიაა

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მედიასთან მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან ვადამდელ არჩევნებს ბუტაფორია უწოდა. გვარამიას განცხადებით პარტია ,,ახალი“ და პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

„იმ დღეს მოვისმინე, რომ 2028-ში არჩევნებია და ახლა ძალიან ჯანსაღია ეს პროცესები, რომ ოთხიანი და ხუთიანი ბოლო-ბოლო უნდა გაიმიჯნოს. რა 2028-ის არჩევნები, რა დროს გამიჯვნაა, თან ისტერიული გინების მეშვეობით. სააკაშვილი წერს თავისი ციხის საკნიდან, რომ არჩევნები საერთოდ ბუტაფორიაა და 2028-ის კი არა, ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა და შეიძლება საერთოდაც არ ცდებოდეს ამ ყველაფერში და რევოლუციაზე ლაპარაკობს ძირითადში. მისი პარტია ჩვენზე თავდასხმას ამართლებს იმით, რომ ორ წელიწადში არჩევნებია და ახლა გამიჯვნა არის სასარგებლო პროცესი და რა კარგია, რომ ამას ვაკეთებთ. ახლა ეს როგორ ხდება ერთობლივად, მართლა მაინტერესებს“, – განაცხადა გვარამიამ.

  • No Comments
  • ივნისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *