პირველი ოფიციალური ვიზიტი – ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში
By

პირველი ოფიციალური ვიზიტი – ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პატივცემული ირაკლი კობახიძის მიმართ მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის განხორციელებისთვის, – განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო ყირგიზეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ ასეთ მაღალ დონეზე პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში მართლაც ისტორიული მოვლენაა ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში. დღევანდელი მოლაპარაკებები ღია, მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება“, – განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *