სისხლის დონაციის საერთაშორისო დღეს უმაღლესი საბჭო შეუერთდა
By

სისხლის დონაციის საერთაშორისო დღეს უმაღლესი საბჭო შეუერთდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინიციატივით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის სისხლის ბანკის „აიიპ ჰემა 2024“ ჩართულობით, დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია გაიმართა.

მსგავსი სოციალური აქციები საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია ტარდება და ტრადიციად დამკვიდრდა. ამჯერად, სისხლის ბანკს საკანონმდებლო ორგანოს 20-ზე მეტმა თანამშრომელმა ჩააბარა სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად 2004 წელს დააწესა და მიზნად ისახავს უსაფრთხო სისხლის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *