მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულადაა მობილიზებული
By

მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულადაა მობილიზებული

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად განხორციელების საკითხები და ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. ბათუმის მერმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ და მათ კონკრეტული მითითებები მისცა.

როგორც მან აღნიშნა, ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, იზრდება დატვირთვა ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მუნიციპალურ სერვისებზე. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარჩენების მართვას, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის დასუფთავებას, სატრანსპორტო ნაკადების ორგანიზებასა და მუნიციპალური სერვისების მუდმივ მონიტორინგს.

გიორგი ცინცაძის განმარტებით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულადაა მობილიზებული, რათა ქალაქმა შეუფერხებლად უმასპინძლოს ტურისტულ სეზონს და ამავდროულად, ყოველდღიურად უზრუნველყოს ხარისხიანი მუნიციპალური სერვისები ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის.

  • No Comments
  • ივნისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *