By
ბელგიაში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ბელგიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეებმა შეხვედრები გამართეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ქვედა პალატის წევრთან. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.