საფრანგეთში მაღალი სიცხის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
By

საფრანგეთში მაღალი სიცხის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

საფრანგეთის 96 რეგიონიდან 49-ში წითელი დონის განგაშია გამოცხადებული, რადგან ქვეყანა სითბური ტალღის ფონზე ძლიერი სიცხისთვის ემზადება. ათობით სხვა რეგიონში ნარინჯისფერი განგაში მოქმედებს

სიცხის პიკი მიმდინარე კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი ტემპერატურის 45°C-მდე ზრდას ვარაუდობენ.

სიცხის გამო, საჯარო სივრცეებში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა, განათლების სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 845 სკოლა ერთი დღით დაიხურა, ხოლო კიდევ 1 800 სკოლა მოსწავლეებს გაკვეთილების ნაადრევად დასრულების საშუალებას აძლევს.

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, 80-95 ასაკის 3 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლება გარდაცვალების ამ ფაქტებს ნაწილობრივ ამინდის პირობებს უკავშირებს.

 

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *