ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს
By

ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის, კერძოდ, ქვემო სილეზიის დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ფანცხავამ და მირიან ქათამაძემ უმასპინძლეს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქვემო სილეზიის რეგიონული ასამბლეის კანცელარიის წარმომადგენლები. დელეგაციას ქვემო სილეზიის რეგიონული ასამბლეის კანცელარიის დირექტორი ანა კოშოვსკა ხელმძღვანელობდა.

უწყების ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს ქვემო სილეზიასა და აჭარას შორის მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათ ხაზი გაუსვეს საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის განვითარების, თანამედროვე გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, დარგში დანერგილი თანამედროვე მიდგომები და ინოვაციები. ასევე ისაუბრეს ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამებზე, აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *