ირანმა სირიაზე, იორდანიასა და ომანზე შეტევა განახორციელა
By

ირანმა სირიაზე, იორდანიასა და ომანზე შეტევა განახორციელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სირიაზე თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას ირანის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, მათმა საჰერო ძალებმა „მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს მტრის სპეციალური ოპერაციების სამეთაურო ცენტრზე სირიის ალ-თანფის რეგიონში“. ამ რეგიონის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვალში განაცხადა, რომ მათ ეს ბაზა სრულიად დატოვეს და კონტროლი სირიის არმიას გადასცეს.

არსებული ინფორმაციით, იორდანიამ დღეს დილით ირანის მხრიდან გასროლილი სამი რაკეტა ჩამოაგდო. იორდანიის არმიის განცხადებით, ირანის ამ თავდასხმებს მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ გაანადგურეს საზღვაო სათვალთვალო რადარი ომანში, სალალას რეგიონში და ამერიკული საჰაერო სათვალთვალო რადარი ღანამის რეგიონში.

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *