აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს
By

აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების, კულტურული გაცვლის პროგრამის მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების ვადის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას ერთ-ერთი გამოცემა ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი საბოლოო წესით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა.

ძალაში შესვლის თარიღი ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეა, რაც კონგრესის მიერ განხილვას ექვემდებარება.

გამოცემა წერს, რომ უახლესი გადაწყვეტილება საერთაშორისო სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებსა და უცხოელ ჟურნალისტებს ახალ დაბრკოლებებს შეუქმნის. ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ვიზა – რომელიც ამჟამად შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდეს – მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის – 90 დღით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზის მფლობელებს ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა შეეძლებათ.

რეგულაციების თანახმად, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ეკრძალებათ სწავლის რომელიმე ეტაპზე „საგანმანათლებლო მიზნების“ შეცვლა ან შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა სასწავლებელში გადასვლა.

ამასთან, დიპლომის მიღების ან სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების დასატოვებლად სტუდენტებისთვის გამოყოფილი ვადა 60 დღიდან 30 დღემდე მცირდება.

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *