კავიანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო
By

კავიანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო

კავიანის ციხის ნაშთები შუახევი-ქედის გასაყარზეა. ამ ისტორიული ძეგლის შესახებ წერდნენ დიმიტრი ბაქრაძე, ზაქარია ჭიჭინაძე, თედო სახოკია. დანდალოს ხიდიდან მთა ღომამდე ამ ციხეზე გავლით გადიოდა შუა საუკუნეების საქარავნო გზა. ერთმანეთთან კავშირში იყო ოთოლთას, კავიანის, ოქროპილაურის ციხეები. ციხის გასწვრივ დაბურულ ტყეში, ახლაც შესამჩნევია საქარავნო გზის სავალი ნაწილი.

დღეს საუკუნეების წინ აგებული ციხის კედლებია დარჩენილი. აქამდე არავის ჩაუტარებია არქეოლოგიური ექსპედიციები ან სხვა სამუშაოები. წელს საშვილიშვილო საქმე ითავა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობამ – გარკვეული თანხა გამოიყო არქეოლოგიური ექსპედიციის ჩასატარებლად. ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ებრალიძე, წევრები ნარგიზ, ნანული სურმანიძეები, ვაჟა ფარტენაძე, ციცინო ბეჟანიძე ივლისის ცხელ დღეებში გათხრებს აწარმოებენ. როგორც ტარიელ ებრალიძემ გვითხრა, 4 დღის განმავლობაში მიაკვლიეს დრო-ჟამისგან იავარქმნილ წყლის აუზის, თონისა და ციხის მთავარ კედელში ჩატანებული ჯვრის ნაშთებს. გათხრები გრძელდება.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ივლისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *