By
წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქობულეთის დრამატული თეატრის ორგანიზებით, კულტურის ცენტრის სცენაზე, სპექტაკლ „კედლის“ წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
სპექტაკლი ქობულეთელმა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა ვალენტინ კრასნოგოროვის პიესის მიხედვით დადგა.
წარმოდგენას ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და თეატრის მოყვარულები დაესწრნენ.