By
აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგი ხორციელდება
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ტურისტულ სეზონზე, ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, წელს, ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე, 94 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის, 24 სუბიექტი დაჯარიმდა.
ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა დარეკოთ ნომერზე – 598 85 15 20, რის შემდეგაც, კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის ოპერატიული ჯგუფი გამოცხადდება შეტყობინების ადრესატის მისამართზე, სპეციალური აპარატით გაზომავს ხმაურის დონეს და გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში, სამართალდამრღვევი სუბიექტი დაჯარიმდება.
აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში (08:00-23:00) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.