ახალი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაო პროცესს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძესთან ერთად გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა, დაიგება ასფალტის საფარის ორი ფენა და გაკეთდება საგზაო მონიშვნები.
„საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პარალელურად, მნიშვნელოვანია ახალი გზების მშენებლობა, რაც ხელს უწყობს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას და სხვადასხვა ქუჩის ერთმანეთთან დაკავშირებას. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საავტომობილო გზა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას. გასულ წელს ბათუმში 3 ახალი გზის მოწყობა დავასრულეთ, ხოლო წელს, ქალაქის კიდევ 2 მონაკვეთში, ვიწყებთ სხვადასხვა ქუჩის დამაკავშირებელი გზების მშენებლობას“ – აღნიშნა ბათუმის მერმა.