ერაყში აშშ-ისა და საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა
ირანის მოკავშირე ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ განცხადებით, ერაყში აშშ-ისა და საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად დაჯგუფების 20 წევრი დაიღუპა და 32 დაშავდა. მათივე ცნობით, აშშ-მა და საუდის არაბეთმა დარტყმები ნინევეს, ბასრას, ქირქუქის, ქარბალასა და დიალას პროვინციებში მდებარე დაჯგუფების ობიექტებზე განახორციელეს.
აშშ-ისა და საუდის არაბეთის იერიშების შედეგად დაჯგუფების სამხედრო შტაბ-ბინები, ავტომობილები და სამხედრო აღჭურვილობა დაზიანდა.
„სახალხო მობილიზაციის ძალები“ შიიტი გასამხედროებული დაჯგუფებების გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში შედის.
ცნობისთვის, ერაყში განხორციელებული დარტყმების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა. ცენტრალური სარდლობის თქმით, დარტყმები მიმართული იყო იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებდა.