სერგეი ლავროვი: ვითარება საკმაოდ სერიოზულია – ჩვენ წინააღმდეგ მთელი დასავლური სამყარო ამხედრდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ამჟამად ვითარება საკმაოდ სერიოზულია – რუსეთის წინააღმდეგ, პრაქტიკულად, მთელი დასავლური სამყარო გაერთიანდა.
– ახლა, როდესაც დასავლეთის წარმომადგენლები კვლავ საუბრობენ „სტრატეგიულ დამარცხებაზე“ და აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს იმ რელოკანტებს, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა ანტირუსულ ორგანიზაციას ქმნიან და თანხებს აგროვებენ რუსეთის ფედერაციის დაშლის მიზნით იატაკქვეშა ბრძოლის გასაგრძელებლად, ამას უკვე საერთოდ აღარ მალავენ, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის ცენტრალური ტელეარხები აჩვენებენ ყველაფერს, რასაც დასავლეთი გეგმავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ ნახოს, რათა გაიგონ, რამდენად სერიოზულია ვითარება.
„პრეზიდენტიც არ მალავს ამას. ჩვენ წინააღმდეგ ამხედრდა მთელი ე.წ. ცივილიზებული სამყარო, როგორც ამას საკუთარ თავს უწოდებენ“, – აღნიშნა ლავროვმა.